,,უდაბნოს  ვარდი’’ 

კოლექციის შესახებ

 

,,უდაბნოს  ვარდი’’  - ასე უწოდებენ  ამ   მინერალს.   ის   იგივე   თაბაშირია. სახელწოდება ,,თაბაშირი’’ არაბულ-სპარსულია და ქართულად ცარცისებურს ნიშნავს. წარმოიქმნება ზღვებსა და ტბებში ქიმიური დალექვით. თაბაშირი შეიძლება გამოიყოს ცივი და ცხელი წყაროებიდანაც. ხოლო უდაბნოში თაბაშირი ,,უდაბნოს ვარდს’’ ქმნის. ჩვენს მუზეუმში დაცული ,,უდაბნოს ვარდის’’ ფერი მოყვითალო-ჩალისფერია, გაუმჭვირვალე, მინისებური ელვარების. მინერალის სიმაგრე 1,5-2. სიგრძე 24 -სმ, სიგანე - 20 სმ. სიმაღლე 14 სმ.

            უდაბნოში  წარმოქმნილ თაბაშირს ზოგჯერ ნამდვილი ვარდის ფორმა აქვს ,,უდაბნოს ვარდის’’ ფურცლების სისქე ძირითადად 2-3 მმ-ია. შეფერილობა დამოკიდებულია ქვიშის ფერზე, რომელშიც იგი ფორმირდება. ტუნისის ვარდი თეთრი ფერისაა, ხოლო არგენტინის - შავია.

,,უდაბნოს ვარდი’’ დიდად ფასობს სამკაულების მოყვარულებსა და კოლექციონერებში. ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია ,,უდაბნოს ვარდის’’ ჩუქება შეყვარებულებზე, როგორც უჭკნობი სიყვარულის სიმბოლო.

 

 

გაზიარება